ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის თამარ ჯახუას 2021წლის 20 ივლისის #9605/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1.შეიქმნას სტუდენტ თამარ ჯახუას გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,შედარებითი პოლიტიკა“ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
- თამარ ქარაია –ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი;
- ავთანდილ ტუკვაძე – ასოცირებული პროფესორი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.